„ქ. თბილისის ელექტროენერგიით მომარაგების უზრუნველყოფის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 სექტემბრის №396 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
574
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2005-12-21
გამოქვეყნების თარიღი
2005-12-21
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
„ქ. თბილისის ელექტროენერგიით მომარაგების უზრუნველყოფის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 სექტემბრის №396 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება № 574

2005 წლის 21 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ ქ. თბილისის ელექტროენერგიით მომარაგების უზრუნველყოფის დამატებით ღონისძიებათა შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 სექტემბრის № 396 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. 2006 წლის იანვარში შპს „ მტკვარი-ენერგეტიკის “ № 9 ენერგობლოკის საიმედო ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, სს ,,თელასს”, შპს ,,მტკვარი-ენერგეტიკასა” და კავშირ (ასოციაცია) ,,საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარს” შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირო-ბების შესრულებისათვის მიმდინარე წელს დამატებით 2500 ათასი ლარის გამოყოფასთან დაკავშირებით „ ქ. თბილისის ელექტროენერგიით მომარაგების უზრუნველყოფის დამატებით ღონისძიებათა შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 სექტემბრის № 396 განკარგულებაში  შეტანილ იქნეს შესაბამისი ცვლილება და მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„ 4. განკარგულების მე-3 პუნქტის „ ა “ ქვეპუნქტის თანახმად, 2006 წელს გამოყოფილი საბიუჯეტო კრედიტის ოდენობა განისაზღვროს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ ფინანსთა სამინისტროში წარდგენილი მოთხოვნის საფუძველზე შეთანხმების შესაბამისად, მათ შორის 2500 ათასი ლარის  ოდენობის საკრედიტო რესურსი გამოიყოს საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით ენერგეტიკის სამინისტროსათვის განსაზღვრული ასიგნებებიდან ამ განკარგულების მე-3 პუნქტის „ გ “ ქვეპუნქტში მოცემული პირობების შესაბამისად. “ .

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                                        ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია