„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
დოკუმენტის ნომერი
56532
მიმღები ორგანო
შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი
2013-11-08
გამოქვეყნების თარიღი
2013-11-18
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.016246
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება № 56532

2013 წლის 8 ნოემბერი

ქ. თბილისი

„ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე “ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ :

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №9) მე-11 მუხლის პირველი ნაწილის:

ა) „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) მიკრობიზნესის სტატუსის მქონე პირისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 84-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით განსაზღვრული წესის დარღვევის გამოვლენა და კონტროლი ;

ზ) მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული წესის დარღვევის გამოვლენა და კონტროლი.“;

ბ) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი:

„ ი1) კომპეტენციის ფარგლებში გადასახადის გადამხდელთა მიმართ დათვალიერების პროცედურის ჩატარება.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

ლ. ხუციშვილი

კრებსითი — სრული ვერსია