„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე იმ შენობა-ნაგებობების სახეობების ჩამონათვალისა და ტერიტორიული ზონების განსაზღვრის შესახებ, სადაც აკრძალულია ან/და შესაძლებელია ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობა“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 20 მაისის №22 დადგენილებაში (სსმ, 30.05.2011) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი, სადაც შესაძლებელია ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობა
გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ ტერიტორიულ ზონაში მდებარე შენობა-ნაგებობებისა, ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობა დასაშვებია თვითმმართველ ქ. ბათუმის მთელ ტერიტორიაზე მდებარე არანაკლებ 20-ნომრიან სასტუმროებში (რომელსაც აქვს არანაკლებ 20 მოქმედი, ექსპლუატაციაში გაშვებული ნომერი) და/ან სამორინეებში, ხოლო შენობა-ნაგებობათა მრავალფუნქციურობის შემთხვევაში მხოლოდ ასეთი სასტუმროსა და/ან სამორინისათვის განკუთვნილ ფართში.
|