„თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ნოემბრის №37 დადგენილებაში (სსმ V, №65, 17.12.2010, მუხ.1952) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის „ლ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„ლ1) კერძო და იურიდიული პირების მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესითა და შესაბამისი რეგულაციით დადგენილი ნორმების დაცვით, რეკლამების (გარე რეკლამის გარდა), აბრებისა და კონდიციონერების განთავსების შეთანხმება ქ. ბათუმის ტერიტორიაზე;“.
|