|
შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 29 ოქტომბრის №9 დადგენილებით დამტკიცებულ დანართში შევიდეს შემდეგი ცვლილებები: |
ა)
დანართის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. 1. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ნებისმიერ თანამდებობაზე დასანიშნ პირს, გარდა წამყვანი სპეციალისტებისა, სპეციალისტებისა, სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის სპეციალისტ- მეხანძრეებისა და დამხმარე მოსამსახურეებისა, მოეთხოვება უმაღლესი განათლება. 2. გამგეობის ნებისმიერ თანამდებობაზე დასანიშნ პირს, გარდა სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის სპეციალისტ-მეხანძრეებისა, მოეთხოვება ზოგადი უნარებისა და შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება.“. |
ბ)
ამოღებულ იქნეს დანართის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტები. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|