საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 154 8
2013 წლის 8 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე‑3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის შეუფერხებელი განხორციელების მიზნით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ და საქართველოს მთავრობის კანცელარიამ აუცილებელი საქონლის ან/და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით მათთვის „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში.
პრემიერ‑მინისტრი ბიძინა ივანიშვილი