საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 1547
2013 წლის 8 ნოემბერი
ქ. თბილისი
სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს:
ა) საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის № 5 სამმართველოს (ლაგოდეხი) 4(ოთხი) სექტორში (სოფლები: ახალსოფელი, ცოდნისკარი, მსხალგორი და შილდა) შენობა-ნაგებობების მშენებლობისათვის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა;
ბ) საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის № 3 სამმართველოს (წითელი ხიდი) 4(ოთხი) სექტორში (სოფლები: ვახტანგისი, ახკერპი, ბურდაზორი და ლოქდანჯარი) შენობა-ნაგებობების მშენებლობისათვის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა;
გ) ქ. თბილისში, გახოკიძის ქუჩაზე არალეგალ მიგრანტთა განთავსების ცენტრის მშენებლობისათვის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა;
დ) ამ განკარგულების „ა“ „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის დამტკიცებული „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტები“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი – 25 03 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან;
ე) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით , „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე -3 პუნქტის „ დ “ ქვეპუნქტის შესაბამისად , ამ განკარგულები ს „ა“ , „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების სახელმწიფო შესყიდვ ის გამარტივებული შესყიდვი ს საშუალებით განხორციელ ება .
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი