|
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის, აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთისა და ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის ტერიტორიული ორგანოების უფროსების ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა (დანართი №1). |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის, აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთისა და ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის ტერიტორიული ორგანოების უფროსების ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის გასაუბრების შეფასების ფორმა №1 - დანართი №2, გასაუბრების შეფასების ფორმა №2 - დანართი №3 და კანდიდატთა შეფასების ჯამური ფორმა - დანართი №4. |
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის, აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთისა და ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის ტერიტორიული ორგანოების უფროსების ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა
|
1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან , ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას .
2. იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის, აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთისა და ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის ტერიტორიული ორგანოების უფროსების ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება; ბ) სამუშაო გამოცდილება - აუცილებელია მუშაობის 3-წლიანი გამოცდილება ; გ)საოფისე პროგრამების, კერძოდ Microsoft Office Word , Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook, Microsoft Office PowerPoint- კარგი ცოდნა; დ) სასურველია ინგლისური ან რუსული ენის კარგი ცოდნა. 3. დამტკიცდეს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის, აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთისა და ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის ტერიტორიული ორგანოების უფროსების ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 13 აგვისტოს ბრძანება №1546 - ვებგვერდი, 15.08.2014წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 3 თებერვლის ბრძანება № 78 - ვებგვერდი, 03.02.2015წ. |
დანართი №2
|
გასაუბრების შეფასების ფორმა №1
|
ფასდება კანდიდატის შესაბამისობა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან. შეფასება ხორციელდება ქულებით. შეფასების საბოლოო ქულა (საშუალო არითმეტიკული) გამოითვლება ქულათა ჯამის შეფასების კრიტერიუმების რაოდენობაზე გაყოფით. 5+-ით შეფასებისას, ქულათა ჯამურ რაოდენობას აღნიშნული ქულა არ მიემატება.
1 - მიუღებელი, 2- საშუალოზე დაბალი, 3 - კომპეტენტური, 4 - ძალიან კარგი, 5 - აჭარბებს მოლოდინს, 5+ - ზედმეტად კვალიფიციური. ვაკანტური თანამდებობის დასახელება: კანდიდატის სახელი, გვარი: კომისიის წევრის სახელი, გვარი: თარიღი (რიცხვი, თვე, წელი):
კომისიის წევრის ხელმოწერა:______________________________________________________
|
დანართი №3
|
გასაუბრების შეფასების ფორმა №2
|
ფასდება კანდიდატის პიროვნული უნარ - ჩვევები . შეფასება ხორციელდება ქულებით . შეფასების საბოლოო ქულა ( საშუალო არითმეტიკული ) გამოითვლება ქულათა ჯამის შეფასების კრიტერიუმების რაოდენობაზე გაყოფით . 5+ - ის შეფასებისას , ქულათა ჯამურ რაოდენობას აღნიშნული ქულა არ მიემატება .
1 - მიუღებელი , 2- საშუალოზე დაბალი , 3 - კომპეტენტური , 4 - ძალიან კარგი , 5 - აჭარბებს მოლოდინს , 5+ - ზედმეტად კვალიფიციური .
ვაკანტური თანამდებობის დასახელება : __________________________________________
კანდიდატის სახელი , გვარი : ____________________________________________________
კომისიის წევრის სახელი , გვარი : ________________________________________________
თარიღი ( რიცხვი , თვე , წელი ):___________________________________________________
კომისიის წევრის ხელმოწერა :____________________________________________________
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 13 აგვისტოს ბრძანება №1546 - ვებგვერდი, 15.08.2014წ.
|
დანართი №4
|
კანდიდატთა შეფასების ჯამური ფორმა
|
შეფასების ჯამური ქულა დაითვლება გასაუბრების შეფასების (დანართი №1, დანართი №2) საშუალო არითმეტიკულ ქულათა მიმატებით.
საკონკურსო პოზიციის დასახელება:
1. კომისიის თავმჯდომარე (სახელი, გვარი), თარიღი:____________________________________ 2. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:___________________________________________ 3. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:___________________________________________ 4. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:___________________________________________ 5. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:___________________________________________
|