„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 5 დეკემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
29
მიმღები ორგანო
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-11-08
გამოქვეყნების თარიღი
2013-11-15
სარეგისტრაციო კოდი
010320000.35.158.016141
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 5 დეკემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №29

2013 წლის 8 ნოემბერი

ქ.ბოლნისი

 

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 5 დეკემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2012 წლის 5 დეკემბრის  №40 დადგენილებაში  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

მუხლი 1
1. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4  მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

,,2. კომისიის თავმჯდომარეს ნიშნავს მუნიციპალიტეტის საკრებულო, ხოლო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურასა და  კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე კომისიის თავმჯდომარის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით-ბრძანებით.“

 2. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8  მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. დადგენილებით დამტკიცებული წესის 10-ე  მუხლის მე-2  და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

,,2. კონკურსი შეიძლება ჩატარდეს გასაუბრების ან/და ტესტირების ფორმით, რომლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია.

5. კონკურსის პროგრამას, ფორმებსა და ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს საკონკურსო-საატესტაციო კომისია.“.

4. დადგენილებით დამტკიცებული წესის 12-ე  მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ძალაში შევიდეს 2013 წლის 11 ნოემბრიდან.

ბოლნისის საკრებულოს თავმჯდომარეჯონი ხეცურიანი

კრებსითი — სრული ვერსია