,,სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის №154/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 110916018, 21/09/2011 სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016191) დამტკიცებული „სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების“ მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:
,,4. ამ მუხლის პირველი პუნქტი ასევე არ ზღუდავს სტუდენტს, გაზარდოს მოპოვებული ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული საგრანტო კონკურსის (შემდგომში – საგრანტო კონკურსი) საშუალებით.“
|