გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
40
მიმღები ორგანო
გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-11-08
გამოქვეყნების თარიღი
2013-11-19
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.148.016169
გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
 

                    გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №40

2013 წლის 8 ნოემბერი

ქ. გორი

 

გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
დამტკიცდეს გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება;

ბ) არანაკლებ ბაკალავრის  აკადემიური ხარისხი;

გ) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია;

გ.ბ) ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი;

გ.გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I, II, III და IV თავები);

დ) საოფისე პროგრამების ცოდნა და ინტერნეტის მოხმარების უნარი.

მუხლი 2
გამგებლის და გამგებლის მოადგილის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

ა) საბიუჯეტო კოდექსი;

ბ) ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი.

მუხლი 3
იურიდიული სამსახურის უფროსისა და იურიდიული სამსახურის მოხელეთათვის, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

ა) ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ბ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

გ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

მუხლი 4
გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის და გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მოხელეთათვის, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა საბიუჯეტო კოდექსის ცოდნა.
მუხლი 5
გამგეობის შესყიდვების სამსახურის უფროსის და გამგეობის შესყიდვების სამსახურის მოხელეთათვის, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის ცოდნა.
მუხლი 6
ამ დადგენილების პირველი მუხლის ,, ბ “-,, დ “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება გამგეობის სახანძრო დაცვის სამსახურის მთავარ სპეციალისტებზე , წამყვან სპეციალისტებზე , უფროს სპეციალისტებზე და სპეციალისტებზე .

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 19 ნოემბრის დადგენილება № 43 - ვებგვერდი, 25.11.2013წ.

მუხლი 7
გამგეობის მოხელეთათვის, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა ,,გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს N12 დადგენილების ცოდნა.
მუხლი 8
საკრებულოს მოხელეთათვის, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა ,,გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის N4 დადგენილების ცოდნა.
მუხლი 81

გამგეობის სახანძრო დაცვის სამსახურის უფროსისათვის და მოხელეთათვის სავალდებულოა შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა :

ბ ) ,, სახანძრო დაცვის სამსახურების მიერ ხანძრის ჩაქრობის და საავარიო - სამაშველო სამუშაოების ჩატარების წესდების დამტკიცების შესახებ “ საქართელოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2007 წლის 21 მაისის N738 ბრძანება ;

გ ) ,, სახანძრო - სამაშველო დანაყოფებში შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესების დამტკიცების შესახებ “ საქართელოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2009 წლის 18 მაისის N649 ბრძანება .

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 19 ნოემბრის დადგენილება № 43 - ვებგვერდი, 25.11.2013წ.

მუხლი 82

ამ დადგენილების პირველი მუხლის ,, ბ “ და ,, დ “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება შემდეგ თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელებზე – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულებზე და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს მოხელეებზე :

ა ) ქვახვრელის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო ;

ბ ) ატენის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო ;

გ ) ტინისხიდის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო ;

დ ) შინდისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო ;

ე ) ვარიანის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო ;

ვ ) ძევერის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო ;

ზ ) ტყვიავის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო ;

თ ) ახალუბნის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო ;

ი ) დიცის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო ;

კ ) შავშვების თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო ;

ლ ) ტირძნისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო ;

მ ) სკრის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო ;

ნ ) ბოშურის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო ;

ო ) მერეთის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო ;

პ ) კარალეთის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო ;

ჟ ) მეჯვრისხევის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო ;

რ ) ნიქოზის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო ;

ს ) ხიდისთავის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო ;

ტ ) ზეღდულეთის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო ;

უ ) ბერბუკის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო ;

ფ ) მღებრიანის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო ;

ქ ) საყავრის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო .

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 19 ნოემბრის დადგენილება № 43 - ვებგვერდი, 25.11.2013წ.

მუხლი 9
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 მარტის №17 დადგენილება;

ბ) „გორის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 ნოემბრის №47 დადგენილება.

მუხლი 10
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე

კრებსითი — სრული ვერსია