„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №85 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/02/2011, 440050000.10.003.016246) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ დებულების“ მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სამეცნიერო საბჭო შეფასების II საფეხურზე გამოავლენს და დაამტკიცებს გამარჯვებულ პროექტებს სამეცნიერო საბჭოს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად. ამასთან, სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია გამოყოს სათადარიგო პროექტები, რომლებიც ჩაენაცვლება გამარჯვებულ პროექტებს იმ შემთხვევაში, თუ ამ დადგენილების მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო ამ გამარჯვებულებთან ხელშეკრულება არ გაფორმდება.“.
|