ქ. თბილისში, რესპუბლიკის მოედანსა და რუსთაველის გამზირის №37-ში მდებარე შენობას (ე.წ. მელიქ აზარიანცის სახლი) შორის არსებული მიწის ნაკვეთის, ასევე რესპუბლიკის მოედნისა და მის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთის განკარგვის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
400
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2005-09-29
გამოქვეყნების თარიღი
2005-09-29
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ქ. თბილისში, რესპუბლიკის მოედანსა და რუსთაველის გამზირის №37-ში მდებარე შენობას (ე.წ. მელიქ აზარიანცის სახლი) შორის არსებული მიწის ნაკვეთის, ასევე რესპუბლიკის მოედნისა და მის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთის განკარგვის შესახებ

საქართველოს მთავრობი ს

განკარგულება №400

2005 წლის 29 სექტემბერი

ქ. თბილისი

ქ. თბილისში, რესპუბლიკის მოედანსა და რუსთაველის გამზირის № 37-ში მდებარე შენობას (ე.წ. მელიქ აზარიანცის სახლი) შორის არსებული მიწის ნაკვეთის, ასევე რესპუბლიკის მოედნისა და მის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთის განკარგვის შესახებ

1. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამე­ურ­ნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ “ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ ა “ ქვე­პუნქტის შესაბამისად მიღებულ იქნეს ქ. თბილისის მთავრობის წინადადება და მიეცეს თანხმობა ქ. თბილისში, რესპუბლიკის მოედანსა და რუსთაველის გამზირის № 37-ში მდებარე შენობას (ე.წ. მელიქ აზარიანცის სახლი) შორის არსებული 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთის, ასევე რესპუბლიკის მოედნისა და მის მიმდებარედ არსებული 13 100 კვ.მ მიწის ნაკვეთის (სულ 14 100 კვ.მ) პირდაპირი განკარგვის წესით შპს „ახალი სასტუმროსათვის” საკუთრებაში გადაცემის შესახებ.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია