საქართველოს პრეზიდენტის გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა რეორგანიზაციის საკითხის შემსწავლელი და წინადადებათა შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
398
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2005-09-29
გამოქვეყნების თარიღი
2005-09-29
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს პრეზიდენტის გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა რეორგანიზაციის საკითხის შემსწავლელი და წინადადებათა შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

საქართველოს მთავრობი ს

განკარგულება №398

2005 წლის 29 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტის გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა რეორგანიზაციის საკითხის შემსწავლელი და წინადადებათა შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსი­ლებისა და საქმიანობის წესის შესახებ “ საქართველოს კანო­ნის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:

1. შეიქმნას საქართველოს პრეზიდენტის გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა რეორ­გა­ნიზაციის საკითხის შემსწავლელი და წინადადებათა შემმუ­შავებელი სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შემ­დე­გი შემადგენლობით:

კონსტანტინე კემულარია - საქართველოს იუსტიციის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

ლევან ბოძაშვილი      - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

ლაშა გოცირიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

ალექსანდრე დიდებულიძე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე

ლადო ლომსაძე - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქართველოს პრეზიდენტის მთავრობასთან, სხვა სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობისა და იურიდიულ საკითხთა სამსახურის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებისა და ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი

პეტრე მამრაძე   - საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

დიმიტრი ძაგნიძე       -საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე

ზაზა ჭელიძე - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე.

2. კომისიამ შეისწავლოს საქართველოს პრეზიდენტის გამ­გებლობაში არსებულ შემდეგ სახელმწიფო საქვეუწყებო და­წესებულებათა ფუნქციონირების მიზანშეწონილობის საკითხი:

ა) საქართველოს პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმის სამსახური;

ბ) საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტი­კისა და მართვის სამსახურის სასწავლო-კვლევითი ცენტრი;

გ) ოფიციალურ გამოცემათა სამსახურის საქართველოს პრეზიდენტის ბიბლიოთეკა;

დ) სწავლულ ექსპერტთა საბჭო.

3. ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ორ თვეში კომისიამ საქართველოს მთავრობას წარუდგინოს წინადადე­ბები ზემოაღნიშნულ დაწესებულებათა შესახებ.

4. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „ საქართველოს პრეზი­დენ­ტის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების რეორგანიზაციის საკითხის შემსწავლელი და წინადადებათა შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 8 ნოემბრის № 169 განკარგულება.

5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი           ზ.ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია