საქართველოს მთავრობი ს
განკარგულება №385
2005 წლის 21 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ყაზბეგის რაიონის სასათბურე მეურნეობების მესაკუთრეთათვის კომპენსაციის გაცემის მიზნით ყაზბეგის რაიონის გამგეობისათვის თანხის გამოყოფის შესახებ
1. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 აგვისტოს № 351 განკარგულების შესაბამისად ყაზბეგის რაიონში სასათბურე მეურნეობების მესაკუთრეთათვის ფინანსური კომპენსაციის გასაცემად „საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ყაზბეგის რაიონის გამგეობას გამოეყოს 5 124 373 ლარი (ხუთი მილიონ ას ოცდაოთხი ათას სამას სამოცდაცამეტი ლარი).
2. განკარგულების შესრულების კონტროლის განხორციელება ეთხოვოს საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის რაიონები) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს ვ. მაღლაფერიძეს.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ . ნოღაიდელი