ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
382
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2005-09-15
გამოქვეყნების თარიღი
2005-09-15
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობი ს

განკარგულება №382

2005 წლის 15 სექტემბერი

ქ. თბილისი

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

საზღვარგარეთის ქვეყნებში დაგეგმილი სამუშაო ვიზიტებისა და საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეო­ბისათვის საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს „ საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოეყოს 35 000 (ოცდათხუთმეტი ათასი) ლარი.

პრემიერ-მინისტრი                               ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია