საქართველოს მთავრობი ს
განკარგულება №367
2005 წლის 8 სექტემბერი
ქ. თბილისი
„ქვეყანაში ადგილობრივი თეთრი ყურძნის დამზადების ხელშეწყობის ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 9 ოქტომბრის № 143 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ ქვეყანაში ადგილობრივი თეთრი ყურძნის დამზადების ხელშეწყობის ზოგიერთი ღონისძიების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 9 ოქტომბრის № 143 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 4. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ამ განკარგულების მე-3 პუნქტით განსაზღვრული თანხის გაცემა აწარმოოს ღვინის ქარხნების მიერ თეთრი ყურძნის შესყიდვის სათანადო დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ და შეიმუშაოს გაცემული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში 2006 წლის 1 მარტამდე დაბრუნების მექანიზმი “ .
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი