წალკის, თეთრი წყაროსა და გარდაბნის რაიონებში თვითნებურად ჩასახლებული მოსახლეობის კომლებად დაკანონებისა და შემდგომში მიწის პრივატიზაციაში მათი მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
358
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2005-09-08
გამოქვეყნების თარიღი
2005-09-08
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
წალკის, თეთრი წყაროსა და გარდაბნის რაიონებში თვითნებურად ჩასახლებული მოსახლეობის კომლებად დაკანონებისა და შემდგომში მიწის პრივატიზაციაში მათი მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

საქართველოს მთავრობი ს

განკარგულება №358

2005 წლის 8 სექტემბერი

ქ. თბილისი

წალკის, თეთრი წყაროსა და გარდაბნის რაიონებში თვითნებურად ჩასახლებული მოსახლეობის კომლებად დაკანონებისა და შემდგომში მიწის პრივატიზაციაში მათი მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

წალკის რაიონში 1997 წლიდან დღემდე ჩასახლებულია 1600 ოჯახი. მათი უმრავლესობა, რომელსაც არ გააჩნია საკუთარი საცხოვრებელი სახლი და არ არის რეგისტრირებული საკომლო წიგნში, ჩასახლებულია თვითნებურად. ანალოგიური მდგომარეობაა თეთრი წყაროსა და გარდაბნის რაიონებში.

„ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ “ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით ეკომიგრანტთა განსახლების ზონებში წარმოქმნილ პრობლემათა გადაწყვეტის მიზნით:

1. შეიქმნას სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

დავით გვათუა - საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის პირ ვ ელი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე

კახა ბარათაშვილი - საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ქალაქი რუსთავი, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრი წყაროს, მარნეულისა და წალკის რაიონები) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე

მირიან დეკანოიძე - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე

დავით მაღრაძე - გარდაბნის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი

გიორგი მესტვირიშვილი - თეთრი წყაროს რაიონის გამგებელი

ეკა ტყეშელაშვილი - საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე

მიხეილ ცქიტიშვილი - წალკის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი.

2. კომისიამ 2005 წლის 7 ოქტომბრამდე განახორციელოს:

ა) შესაბამის ტერიტორიულ ერთეულებში ჩასახლებული მოსახლეობის აღწერა და თვითნებურად შესახლებული ოჯახების რაოდენობის დადგენა;

ბ) ჩასახლებულ ეკომიგრანტთა ტერიტორიული ერთეულების საკომლო წიგნებში გატარების კანონიერი ფორმის შემუშავება.

3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) კომისიის მუშაობის პერიოდში და საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულების მიღებამდე შეაჩეროს ეკომიგრანტთა განსახლების ზონებში სასოფლო-სამეურნეო მიწების პრივატიზაციის პროცესი.

4. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეგიონალურ საკითხთა დეპარტამენტმა (ჯ. ბაკურაძე).

5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია