,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ივნისის №367 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
887
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2013-11-06
გამოქვეყნების თარიღი
2013-11-07
სარეგისტრაციო კოდი
480040030.08.002.016896
,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ივნისის №367 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №887

2013 წლის 6 ნოემბერი

ქ.თბილისი

 

,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ივნისის №367 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ივნისის №367 ბრძანებულებაში (სსმ III, 2010 წ., №63, მუხ. 928) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებულ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხას (დანართი №1) დაემატოს შემდეგი შინაარსის 64-ე პუნქტი:

,,64. საქართველოს საელჩო მალაიზიაში.“.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაამტკიცოს ამ ბრძანებულების პირველი პუნქტით შექმნილი დიპლომატიური წარმომადგენლობის საშტატო ნუსხა.
3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2013 წლის 10 ნოემბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია