,,ქ. თბილისში დავით აღმაშენებლის გამზირის №73-ში მდებარე 20 155 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების (ვარდების ბაღი) ქ. თბილის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილების დამტკიცების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
350
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2005-08-25
გამოქვეყნების თარიღი
2005-08-25
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
,,ქ. თბილისში დავით აღმაშენებლის გამზირის №73-ში მდებარე 20 155 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების (ვარდების ბაღი) ქ. თბილის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს მთავრობი ს

განკარგულება №350

2005 წლის 25 აგვისტო

ქ. თბილისი

,,ქ. თბილისში დავით აღმაშენებლის გამზირის № 73-ში მდებარე 20 155 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების (ვარდების ბაღი) ქ. თბილის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილების დამტკიცების თაობაზე

,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება ქ. თბილისში დავით აღმაშენებლის გამზირის № 73-ში მდებარე 20 155 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობების (ვარდების ბაღი) ქ. თბილისის საკუთრებაში გადაცემის შესახებ (საქარ­თველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 18 აგვისტოს № 1-1/932 ბრძანება ქ. თბილისში დავით აღმაშე­ნებლის გამზირის № 73-ში მდებარე 20 155 კვ.მ მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების (ვარდების ბაღი) ქ. თბილისის საკუთრებაში გადაცემის შესახებ).

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) უზრუნველყოს ზემოაღნიშნული ქონების გადასაცემად კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                        ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია