ი. ჩოგოვაძის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ეკონომიკური საბჭოს შემადგენლობაში საქართველოს წარმომადგენლად დანიშვნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
349
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2005-08-25
გამოქვეყნების თარიღი
2005-08-25
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ი. ჩოგოვაძის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ეკონომიკური საბჭოს შემადგენლობაში საქართველოს წარმომადგენლად დანიშვნის შესახებ

საქართველოს მთავრობი ს

განკარგულება №349

2005 წლის 25 აგვისტო

ქ. თბილისი

ი. ჩოგოვაძის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ეკონომიკური საბჭოს შემადგენლობაში საქართველოს წარმომადგენლად დანიშვნის შესახებ

1. დაინიშნოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი ირაკლი ჩოგოვაძე საქართველოს წარმომადგენლად დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ეკონომიკური საბჭოს შემადგენლობაში.

2. გათავისუფლდეს ალექსი ალექსიშვილი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ეკონომიკური საბჭოს შემადგენლობაში საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობიდან.

3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ს. ზურაბიშვილი) აცნობოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის აღმასრულებელ კომიტეტს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება.

4. ამ განკარგულების ამოქმედებისთანავე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2005 წლის 8 მაისის № 177 განკარგულება „ა “ ალექსიშვილის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ეკონომიკური საბჭოს შემადგენლობაში საქართველოს წარმომადგენლად დანიშვნის შესახებ “ .

5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზ . ნოღაიდელი

 

კრებსითი — სრული ვერსია