2005-06 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეთა წასახალისებლად საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
340
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2005-08-18
გამოქვეყნების თარიღი
2005-08-18
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
2005-06 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეთა წასახალისებლად საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობი ს

განკარგულება №340

2005 წლის 1 8 აგვისტო

ქ. თბილისი

2005-06 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეთა წასახალისებლად საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

2005-06 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით მოსწავლეთა წახალისების მიზნით:

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (ა. ლომაია) საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების პირველკლასელთათვის უზრუნველყოს სახელმძღვანელოებისა და სასკოლო ჩანთების შეძენა და უსასყიდლოდ გადაცემა.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის „საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან უზრუნველყოს 1 100 000 (ერთი მილიონ ასი ათასი) ლარის გამოყოფა ზემოაღნიშნულ ღონისძიებათა დასაფინანსებლად.

3. პროექტის პრიორიტეტულობიდან გამომდინარე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საქონლის სახელმწიფო შესყიდვის დაუყოვნებლივ განხორციელების მიზნით შეასრულოს გადაუდებელი ღონისძიებები „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ – საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ გ “ ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                ზ . ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია