,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების (სსმ III, 26.09.2005, №112, მუხ.: 1233; სარეგისტრაციო კოდი: 040.030.000.22.022.007.724) მე-2 პუნქტით დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და წესდების მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) საშტატო განრიგის (რომელიც შეიძლება შედგებოდეს შემდეგი საშტატო ერთეულებისგან: დირექტორი; დირექტორის მოადგილე; ბუღალტერი; ბიბლიოთეკარი; საქმისმწარმოებელი; მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი; საინფორმაციო მენეჯერი; ადმინისტრატორი (თუ სკოლის ბალანსზე ირიცხება ერთ შენობაზე მეტი); ფსიქოლოგი ან/და სპეციალური პედაგოგი ან/და ინკლუზიური განათლების კოორდინატორი (თუ სკოლას ჰყავს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე, რომელიც შეფასებულია მულტიდისციპლინური გუნდის მიერ და არსებობს შესაბამისი დასკვნა); მასწავლებელი. „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების დანართი №4-ით და დანართი №6-ით გათვალისწინებული საჯარო სკოლების და ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლის საშტატო განრიგი შეიძლება შედგებოდეს სხვა საშტატო ერთეულებისგან) და ხელფასის ფონდის განსაზღვრა“.
|