საქართველოს მთავრობი ს
განკარგულება №299
2005 წლის 14 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
„საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შენობის დაცვის უზრუნველსაყოფად გამოეყოს 28 000 (ოცდარვა ათასი) ლარი.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი