საქართველოს მთავრობის
განკარგულება №293
2005 წლის 13 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტების გამოთხოვის შესახებ
1. „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანს გ. ხუროშვილს მიეცეს თანხმობა, რომ საქართველოს პარლამენ ტიდან გამოითხოვოს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტები:
ა) „ ნავთობპროდუქტებისა და თამბაქოს სფეროში ლიცენზიების გაცემის შესახებ“ , „ ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართელოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ , „ კვების პროდუქტებისა და თამბაქოს წარმოების სფეროში ლიცენზიის გაცემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ , „ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ , „ სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ , „ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ , „ სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ ;
ბ) „ სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” კანონპროექტიდან გამომდინარე კანონპროექტები: „ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ , „ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ , „ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ;
გ) „ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დამატების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი