საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 205
2006 წლის 5 მაისი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავრობის სერეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 26 აპრილის № 191 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 26 აპრილის № 191 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გამოუყოს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას გარე განათების სანათების (ნათურების) შესაძენად 1 138 800 (ერთი მილიონ ას ოცდათვრამეტი ათას რვაასი) ლარი.
ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას უზრუნველყოს შეძენილი სანათების (ნათურების) გადაცემა ცალკეული ტერიტორიული ერთეულებისათვის, მათ მიერ წარმოდგენილი მოთხოვნების შესაბამისად.”.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი