დუშეთის რაიონის გამგეობისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
240
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2005-06-10
გამოქვეყნების თარიღი
2005-06-10
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
დუშეთის რაიონის გამგეობისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №240

2005 წლის 10 ივნისი

ქ. თბილისი

დუშეთის რაიონის გამგეობისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

დუშეთის რაიონში მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სასიცოცხლოდ აუცილებელი სურსათით გადაუდებელი დახმარების მიზნით:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ვ. ჩეჩელაშვილი) ,,საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დუშეთის რაიონის გამგეობას გამოუყოს 5 000 (ხუთი ათასი) ლარი.

2. დუშეთის რაიონის გამგეობამ უზრუნველყოს სურსათის შეძენა ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად.

პრემიერ-მინისტრი  ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია