„ლისის ტბის განვითარების პროექტის“ განხორციელებისათვის სახელმწიფო ტყის ფონდიდან მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
152
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-04-01
გამოქვეყნების თარიღი
2006-04-01
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
„ლისის ტბის განვითარების პროექტის“ განხორციელებისათვის სახელმწიფო ტყის ფონდიდან მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება № 152

2006 წლის 1 აპრილი

ქ. თბილისი

„ ლისის ტბის განვითარების პროექტის“ განხორციელებისათვის სახელმწიფო ტყის ფონდიდან მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ

1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის რეკომენდაცია (2006 წლის 24 მარტის სხდომის ოქმი № 1, საკითხი № 2) და „ ლისის ტბის განვითარების პროექტის“ განხორციელებისათვის სახელმწიფო ტყის ფონდის მცხეთის რაიონის სატყეო მეურნეობის ლისის სატყეო უბნის II, III, IV კვარტალებიდან, აგრეთვე საქარ­თველოს მეცნიერებათა აკადემიის სამთო მეტყევეობის ინსტი­ტუტის დიდგორის საცდელ-საჩვენებელი სატყეო მეურნეობის 24-ე კვარტალიდან ამოირიცხოს შესაბამისად 92.0 ჰა, 48.0 ჰა, 61.0 ჰა, 72.0 ჰა მიწის ფართობი და გადაეცეს მცხეთის რაი­ონის გამგეობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განკარგვისათვის.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                                   ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია