სახელმწიფო ტყის ფონდის მცხეთის რაიონის სატყეო მეურნეობის ჯვრის სატყეო უბნის მე-17 კვარტალის №20 ლიტერიდან ქვის სამტვრევი საამქროსა და ასფალტის ქარხნის მშენებლობისათვის განკარგვის მიზნით 4.8 ჰა მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
151
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-04-01
გამოქვეყნების თარიღი
2006-04-01
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
სახელმწიფო ტყის ფონდის მცხეთის რაიონის სატყეო მეურნეობის ჯვრის სატყეო უბნის მე-17 კვარტალის №20 ლიტერიდან ქვის სამტვრევი საამქროსა და ასფალტის ქარხნის მშენებლობისათვის განკარგვის მიზნით 4.8 ჰა მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება № 151

2006 წლის 1 აპრილი

ქ. თბილისი

სახელმწიფო ტყის ფონდის მცხეთის რაიონის სატყეო მეურნეობის ჯვრის სატყეო უბნის მე-17 კვარტალის № 20 ლიტერიდან ქვის სამტვრევი საამქროსა და ასფალტის ქარხნის მშენებლობისათვის განკარგვის მიზნით 4.8 ჰა მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ

1. მოწონებულ იქნეს მცხეთის რაიონის გამგეობის წინა­დადება (გამგეობის 2006 წლის 13 მარტის № 119 დადგენილება) და საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელ­მწიფო კომისიის რეკომენდაცია (მიღებულია კომისიის 2006 წლის 24 მარტის სხდომაზე), რომ სახელმწიფო ტყის ფონდის მცხეთის რაიონის სატყეო მეურნეობის ჯვრის სატყეო უბნის მე-17 კვარტალის № 20 ლიტერიდან ამოირიცოს 4.8 ჰა  მიწის ფართობი (ველობი) და გადაეცეს მცხეთის რაიონის გამგე­ობას ქვის სამტვრევი საამქროსა და ასფალტის ქარხნის მშე­ნებლობისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბა­მისად განკარგვის მიზნით (ოქმი № 1).

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურ­სების სამინისტრომ (გ. პაპუაშვილი), მცხეთის რაიონის გამგეობასთან ერთად უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშ­ნული მიწის ნაკვეთის ნატურაში გამიჯვნა, მიღება-ჩაბარება და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება-გაფორმება.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის  დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                                   ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია