შიდა აუდიტის დეპარტამენტის შიდა აუდიტისა და ფინანსური კონტროლის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
764
მიმღები ორგანო
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
მიღების თარიღი
2013-11-07
გამოქვეყნების თარიღი
2022-11-15
სარეგისტრაციო კოდი
010320040.22.029.016085
შიდა აუდიტის დეპარტამენტის შიდა აუდიტისა და ფინანსური კონტროლის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე
(ძალადაკარგულია - 15.11.2022, №01-90/ნ)

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის

ბრძანება №764

2013 წლის 7 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

შიდა აუდიტის დეპარტამენტის შიდა აუდიტისა და ფინანსური კონტროლის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების,  საკონკურსო თემატიკის,  გასაუბრების შეფასების  და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 6 თებერვლის ბრძანება № 399 - ვებგვერდი, 11.02.2014წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 4 მარტის ბრძანება № 2 96 - ვებგვერდი, 05.03.2015წ.


,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,

ვბრძანებ:


მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის შიდა აუდიტისა და ფინანსური კონტროლის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა (დანართი №1).

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 6 თებერვლის ბრძანება № 399 - ვებგვერდი, 11.02.2014წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 4 მარტის ბრძანება № 2 96 - ვებგვერდი, 05.03.2015წ.

მუხლი 2
დამტკიცდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის შიდა აუდიტისა და ფინანსური კონტროლის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის  ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის გასაუბრების შეფასების ფორმა №1 - დანართი №2, გასაუბრების შეფასების ფორმა №2 - დანართი №3 და კანდიდატთა შეფასების ჯამური ფორმა - დანართი №4.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 6 თებერვლის ბრძანება № 399 - ვებგვერდი, 11.02.2014წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 4 მარტის ბრძანება № 2 96 - ვებგვერდი, 05.03.2015წ.

მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრიდავით დარახველიძე




დანართი №1

შიდა აუდიტის დეპარტამენტის შიდა აუდიტისა და ფინანსური კონტროლის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 6 თებერვლის ბრძანება № 399 - ვებგვერდი, 11.02.2014წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 4 მარტის ბრძანება № 2 96 - ვებგვერდი, 05.03.2015წ.

 

1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

2.შიდა აუდიტის დეპარტამენტის შიდა აუდიტისა და ფინანსური კონტროლის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი  განათლება, სასურველია  იურისტის, ანდა ეკონომისტის, ანდა ფინანსისტის კვალიფიკაცია;;

ბ) ბაკალავრი, უპირატესობა მიენიჭება მაგისტრის ხარისხს;

გ) სამუშაო გამოცდილება -  შიდა აუდიტის მიმართულებით მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება;

გ) საოფისე პროგრამების, კერძოდ Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook, Microsoft Office PowerPoint-ის კარგი ცოდნა;

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 6 თებერვლის ბრძანება № 399 - ვებგვერდი, 11.02.2014წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 4 მარტის ბრძანება № 2 96 - ვებგვერდი, 05.03.2015წ.

3. შიდა აუდიტის დეპარტამენტის შიდა აუდიტისა და ფინანსური კონტროლის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის  ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი;

გ) „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილება;

დ) „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 27 თებერვლის №289 ბრძანება;

ე)  ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) ,,სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ზ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი;

თ)  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ი) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 6 თებერვლის ბრძანება № 399 - ვებგვერდი, 11.02.2014წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 4 მარტის ბრძანება № 2 96 - ვებგვერდი, 05.03.2015წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 6 ოქტომბრის ბრძანება №1649 - ვებგვერდი, 09.10.2015წ.

 

დანართი №2

გასაუბრების შეფასების ფორმა №1

ფასდება კანდიდატის შესაბამისობა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან. შეფასება ხორციელდება ქულებით. შეფასების საბოლოო ქულა (საშუალო არითმეტიკული) გამოითვლება ქულათა ჯამის შეფასების კრიტერიუმების რაოდენობაზე გაყოფით. 5+ -ის  შეფასებისას,  ქულათა ჯამურ რაოდენობას აღნიშნული ქულა არ მიემატება.

1 - მიუღებელი, 2- საშუალოზე დაბალი, 3 - კომპეტენტური, 4 - ძალიან კარგი, 5 - აჭარბებს მოლოდინს, 5+ - ზედმეტად კვალიფიციური. 

ვაკანტური თანამდებობის დასახელება:

კანდიდატის სახელი, გვარი:

კომისიის წევრის სახელი, გვარი:

თარიღი (რიცხვი, თვე, წელი):

№

შეფასების კრიტერიუმები

შეფასების ქულა

კომისიის წევრის კომენტარი

1.

განათლება/კვალიფიკაცია

 

 

2.

სამუშაო გამოცდილება

 

 

3.

სამართლებრივი აქტების ცოდნა

 

 

4.

სამოტივაციო წერილი (მუშაობის დაწყების მოტივაცია)

 

 

შეფასების საშუალო არითმეტიკული ქულა

 

 

კომისიის წევრის ხელმოწერა:______________________________________________________

 

 

დანართი №3

გასაუბრების შეფასების ფორმა №2

ფასდება კანდიდატის პიროვნული უნარ-ჩვევები.  შეფასება ხორციელდება ქულებით. შეფასების საბოლოო ქულა (საშუალო არითმეტიკული) გამოითვლება ქულათა ჯამის შეფასების კრიტერიუმების რაოდენობაზე გაყოფით. 5+ -ის  შეფასებისას,  ქულათა ჯამურ რაოდენობას აღნიშნული ქულა არ მიემატება.

1 - მიუღებელი, 2- საშუალოზე დაბალი, 3 - კომპეტენტური, 4 - ძალიან კარგი, 5 - აჭარბებს მოლოდინს, 5+ - ზედმეტად კვალიფიციური. 

ვაკანტური თანამდებობის დასახელება:

კანდიდატის სახელი, გვარი:

კომისიის წევრის სახელი, გვარი:

თარიღი (რიცხვი, თვე, წელი):

№

შეფასების კრიტერიუმები

შეფასების ქულა

კომისიის წევრის კომენტარი

1.

ზეპირი კომუნიკაციის უნარი

 

 

2.

წერილობითი კომუნიკაციის უნარი

 

 

3.

დროის მართვის უნარი

 

 

4.

ანალიტიკური აზროვნების უნარი

 

 

5.

დეტალებზე ორიენტირებულობა

 

 

6.

კარიერული მიზნები

 

 

შეფასების საშუალო არითმეტიკული ქულა

 

 

კომისიის წევრის ხელმოწერა:______________________________________________________

 

დანართი №4

კანდიდატთა შეფასების ჯამური ფორმა

შეფასების ჯამური ქულა დაითვლება გასაუბრების შეფასების (დანათი №1, დანართი №2) საშუალო არითმეტიკულ ქულათა მიმატებით.

 

საკონკურსო პოზიციის დასახელება:

№

კანდიდატის სახელი, გვარი

შეფასების ჯამური ქულა

1

 

 

2

 

 

 

1. კომისიის თავმჯდომარე (სახელი, გვარი), თარიღი:_____________________________________

2. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:____________________________________________

3. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:____________________________________________

4. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:____________________________________________

5. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:____________________________________________

6. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:____________________________________________

7. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:____________________________________________

8. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:____________________________________________

9. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:____________________________________________

10. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:__________________________________________

11. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:__________________________________________

 

 


კრებსითი — სრული ვერსია