საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 602
2006 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების, როგორც ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების, ქალაქ თბილისისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილების დამტკიცების თაობაზე
1. „ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების, როგორც ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების, ქალაქ თბილისისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ” (საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 21 დეკემბრის №1-1/1471 ბრძანება).
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე) უზრუნველყოს ზემოაღნიშნული ქონების გადასაცემად კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა გნხორციელება.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი