სს „აზოტის“ რეაბილიტაციისა და გაკოტრების საქმეთა წარმოების პროცესში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, როგორც კრედიტორის, მონაწილეობის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
211
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2005-05-28
გამოქვეყნების თარიღი
2005-05-28
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
სს „აზოტის“ რეაბილიტაციისა და გაკოტრების საქმეთა წარმოების პროცესში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, როგორც კრედიტორის, მონაწილეობის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №211

2005 წლის 28 მაისი

ქ. თბილისი

სს „აზოტის“ რეაბილიტაციისა და გაკოტრების საქმეთა წარმოების პროცესში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, როგორც კრედიტორის, მონაწილეობის შესახებ

1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიენიჭოს უფლებამოსილება, სახელმწიფოს სახელით მიიღოს მონაწილეობა სს ,,აზოტის“ რეაბილიტაციისა და გაკოტრების საქმეთა წარმოების პროცესში, როგორც კრედიტორმა.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია