ყულევის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადამტვირთავი საზღვაო ტერმინალისა და მასთან მისასვლელი რკინიგზის მშენებლობის საკითხის გადაუდებელ ეროვნულ ინტერესად მიჩნევის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
209
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2005-05-27
გამოქვეყნების თარიღი
2005-05-27
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ყულევის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადამტვირთავი საზღვაო ტერმინალისა და მასთან მისასვლელი რკინიგზის მშენებლობის საკითხის გადაუდებელ ეროვნულ ინტერესად მიჩნევის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №209

2005 წლის 27 მაისი

ქ. თბილისი

ყულევის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადამტვირთავი საზღვაო ტერმინალისა და მასთან მისასვლელი რკინიგზის მშენებლობის საკითხის გადაუდებელ ეროვნულ ინტერესად მიჩნევის შესახებ

1. ცნობად იქნეს მიღებული საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ მოწოდებული შესაბამისი ინფორმაცია და წარმოდგენილი მასალების საფუძველზე ყულევის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადამტვირთავი საზღვაო ტერმინალისა და მასთან მისასვლელი რკინიგზის მშენებლობის საკითხი მიჩნეულ იქნეს გადაუდებელ ეროვნულ ინტერესად.

2. მოწონებულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების პროექტი ,,ხობის რაიონში ყულევის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადამტვირთავ საზღვაო ტერმინალთან მისასვლელი რკინიგზის მშენებლობისათვის შპს ,,შავი ზღვის ტერმინალისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით აღნაგობის უფლებით 41,37 ჰა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ“ და იგი ხელმოსაწერად წარედგინოს საქართველოს პრეზიდენტს.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია