საქართველოსა და ING ბანკს (ნიდერლანდი) შორის 2004 წლის 31 აგვისტოს ხელმოწერილ საკრედიტო ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილების ხელშეკრულების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების განხილვის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
196
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2005-05-24
გამოქვეყნების თარიღი
2005-05-24
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოსა და ING ბანკს (ნიდერლანდი) შორის 2004 წლის 31 აგვისტოს ხელმოწერილ საკრედიტო ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილების ხელშეკრულების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების განხილვის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №196

2005 წლის 24 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოსა და ING ბანკს (ნიდერლანდი) შორის 2004 წლის 31 აგვისტოს ხელმოწერილ საკრედიტო ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილების ხელშეკრულების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების განხილვის თაობაზე

1. მოწონებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადება საქართველოსა და ING ბანკს (ნიდერლანდი) შორის 2004 წლის 31 აგვისტოს ხელმოწერილ საკრედიტო ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილების თაობაზე.

2. ,,სახელმწიფო საგარეო კრედიტის აღებასთან ან კრედიტისათვის სახელმწიფო გარანტიის გაცემასთან დაკავშირებით ხელშეკრულებების (გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებებისა) დადებისა და საქართველოს პარლამენტში რატიფიკაციისათვის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 11 მარტის №135 ბრძანებულების შესაბამისად ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოსა და ING Bank N. V.-ს შორის 9 945 000 (ცხრა მილიონ ცხრაას ორმოცდახუთი ათასი) ევროს ოდენობის თანხის შესახებ 2004 წლის 31 აგვისტოს ხელმოწერილ საკრედიტო ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილების ხელშეკ-რულების დადების თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის თანხმობის მიცემის შესახებ.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 პრემიერ-მინისტრი ზ.ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია