საქართველოს მთავრობის
განკარგულება №178
2005 წლის 8 მაისი
ქ. თბილისი
„ქ. თბილისის წმინდა სამების ტაძრისა და სახელმწიფო ავტოინსპექციის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანებისა და რეკონსტრუქციის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 4 ივნისის №41 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების საფუძველზე, ავლაბრის ადმინისტრაციული კომპლექსის მშენებლობასა და აღჭურვასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგების მიზნით:
1. შეტანილ იქნეს ცვლილებები „ ქ. თბილისის წმინდა სამების ტაძრისა და სახელმწიფო ავტოინსპექციის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანებისა და რეკონსტრუქციის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 4 ივნისის №41 განკარგულებაში:
ა) პირველ პუნქტში სიტყვები „ საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენცია” (შემდგომში – რეზიდენცია)” შეიცვალოს სიტყვებით `ავლაბრის ადმინისტრაციული კომპლექსი” (შემდგომში – კომპლექსი)”;
ბ) მე-2 პუნქტში სიტყვები „ საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენცია” შეიცვალოს სიტყვებით „ ავლაბრის ადმინისტრაციული კომპლექსი”;
გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 4. ავლაბრის ადმინისტრაციული კომპლექსის დაპროექტებისა და მშენებლობის ოპერატიულად წარმართვისათვის შეიქმნას სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ზურაბ ნოღაიდელი - საქარველოს პრემიერ-მინისტრი, კომისის თავმჯდომარე
ალექსი ალექსიშვილი - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
კახა ბენდუქიძე - საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში
გიორგი გაბაშვილი - საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
კახა თოდუა - შპს „ სახელმწიფო უზრუნველყოფის” დირექტორი
კონსტანტინე კემულარია - საქართველოს იუსტიციის მინისტრი
გიგი უგულავა - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი
დავით საყვარელიძე - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მთავარი მრჩეველი, კომისიის მდივანი
ოთარ ქველიძე - საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი
ვალერი ჩეჩელაშვილი - საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ზურაბ ჭიაბერაშვილი - ქ. თბილისის მერი.
დ) მე-5 პუნქტის „ ა” ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „ რეზიდენციის”;
ე) მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ დ”, „ ე” და „ ვ” ქვეპუნქტები:
„ დ) კომპლექსის საპროექტო დავალების ახალი რედაქციით დამტკიცება;
ე) კომპლექსის პროექტის შეთანხმება;
ვ) კომპლექსის ხარღთა ნუსხის შეთანხმება.”
2. „ ქ. თბილისის წმინდა სამების ტაძრისა და სახელმწიფო ავტოინსპექცის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანებისა და რეკონსტრუქციის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 4 ივნისის №41 განკარგულებით დამტკიცებულ „ საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენცის საპროექტო დავალების” ტექსტში სიტყვები „ საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენცია” შეიცვალოს სიტყვებით - „ ავლაბრის ადმინისტრაციული კომპლექსი”, ხოლო სიტყვა „ რეზიდენცია” შეიცვალოს სიტყვით - „ კომპლექსი”;
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი