ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება № 81
2006 წლის 23 თებერვალი
ქ. თბილისი
„ ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის ზონის მოსახლეობისათვის დახმარების გაწევის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 თებერვლის № 40 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. შეტანილ იქნეს ცვლილება „ ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის ზონის მოსახლეობისათვის დახმარების გაწევის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 თებერვლის № 40 განკარგულებაში და პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) „ საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სასურსათო პროდუქტების შესაძენად გამოყოს 100 000 (ასი ათასი) ლარი, მათ შორის:
ა) ერედვის თემის გამგეობისათვის – 36 180 (ოცდათექვსმეტი ათას ას ოთხმოცი) ლარი;
ბ) ქურთის თემის გამგეობისათვის – 43 621 (ორმოცდასამი ათას ექვსას ოცდაერთი) ლარი;
გ) თიღვის თემის გამგეობისათვის – 20 199 (ოცი ათას ას ოთხმოცდაცხრამეტი) ლარი.
2. განკარგულების შესრულების კონტროლი ეთხოვოს საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, ჯავის რაიონები და ქ. ცხინვალი) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს მ. ქარელს.“ .
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ . ნოღაიდელი