არასამთავრობო ორგანიზაცია „ბავშვი და გარემოსათვის“ ქ. თბილისში, ი. გრიშაშვილის ქუჩა №41-ში მდებარე ყოფილი საბავშვო ბაღის შენობა-ნაგებობების 5 წლით უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
69
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-02-15
გამოქვეყნების თარიღი
2006-02-15
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
არასამთავრობო ორგანიზაცია „ბავშვი და გარემოსათვის“ ქ. თბილისში, ი. გრიშაშვილის ქუჩა №41-ში მდებარე ყოფილი საბავშვო ბაღის შენობა-ნაგებობების 5 წლით უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის შესახებ

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება № 69

2006 წლის 15 თებერვალი

ქ. თბილისი

არასამთავრობო  ორგანიზაცია „ ბავშვი და გარემოსათვის “ ქ. თბილისში, ი. გრიშაშვილის ქუჩა № 41-ში მდებარე ყოფილი საბავშვო ბაღის შენობა-ნაგებობების 5 წლით უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის შესახებ

 „ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართვე­ლოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე “ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 3 დეკემბრის № 218 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ქუჩის ბავშვთა თავშესაფრის მოწყობის მიზნით:

1. გადაეცეს ქ. თბილისში, ი. გრიშაშვილის ქუჩა № 41-ში მდებარე ყოფილი საბავშვო ბაღის შენობა-ნაგებობები (643,96 კვ.მ) და მასზე წილობრივად დამაგრებული 1167 კვ.მ  მიწის ფართობი 5 წლით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით არასამ­თავრობო ორგანიზაცია „ ბავშვი და გარემოს “ ქუჩის ბავშვთა თავშესაფარ „ ბეღურების” საქმიანობისათვის.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) უზრუნველყოს არასამთავრობო ორგანიზაცია „ ბავშვი და გარემოსათვის” ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ქონების გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3.  განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                                         ზ . ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია