დ. ძაგნიძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
156
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2005-04-27
გამოქვეყნების თარიღი
2005-04-27
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
დ. ძაგნიძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 1 56

2005 წლის 27 აპრილი

ქ. თბილისი

დ. ძაგნიძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

1. „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ,,საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ , ,,გირავნობის უფლების რეგისტრაციის შესახებ“ , ,,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ , ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ , ,,ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ , ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ და ,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების საზღაურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე დიმიტრი ძაგნიძე.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია