საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის უფლებამოსილების მინიჭებისა და მისი გრანტის მიმღებ ორგანოდ განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
51
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-02-03
გამოქვეყნების თარიღი
2006-02-03
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის უფლებამოსილების მინიჭებისა და მისი გრანტის მიმღებ ორგანოდ განსაზღვრის შესახებ

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება № 51

2006 წლის 3 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის უფლებამოსილების მინიჭებისა და მისი გრანტის მიმღებ ორგანოდ განსაზღვრის შესახებ

1. მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, რომ საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისა (KFჭ) და საქართველოს მთავრობის  შეთანხმებას – „ ბუნების დაცვის პროგრამა სამხრეთი კავკასია-საქართველო“ – დაფინან­სების  შესახებ.

2. „ გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბა­მისად  განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებული გრანტის მიმღებ ორგანოდ განისაზღვროს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                                  ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია