საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 1 44
2005 წლის 22 აპრილი
ქ. თბილისი
ქ. ლონდონის საერთაშორისო არბიტრაჟის მიერ 1999 წლის 6 მაისს ,,საქნავთობპროდუქტის“ საქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემსწავლელი სამთავრობო კომისიის თაობაზე
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ჰოლდინგურ კომპანია ,,საქნავთობპროდუქტსა“ და ,,Polistar Compania Mari Tima SAV“ -ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი დავის შესახებ ქ. ლონდონის საერთაშორისო არბიტრაჟის მიერ 1999 წლის 6 მაისს მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლის მიზნით:
1. შეიქმნას სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ეკატერინე გურეშიძე - საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე
კახაბერ სეხნიაშვილი - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე
იოსებ სხირტლაძე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი
კონსტანტინე ქავთარაძე - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
ალექსანდრე ხეთაგური - საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილე.
2. კომისიამ 2005 წლის 1 ივნისამდე საქართველოს მთავრობის სხდომას წარმოუდგინოს წინადადებები ზემოაღნიშნული საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებით.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი