შპს „ფოთის საზღვაო ნავსადგურისა“ და შპს „ბათუმის საზღვაო სავაჭრო ნავსადგურისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
20
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-01-18
გამოქვეყნების თარიღი
2006-01-18
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
შპს „ფოთის საზღვაო ნავსადგურისა“ და შპს „ბათუმის საზღვაო სავაჭრო ნავსადგურისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის შესახებ

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება № 20

2006 წლის 18 იანვარი

ქ. თბილისი

შპს „ ფოთის საზღვაო ნავსადგურისა“ და შპს „ ბათუმის საზღვაო სავაჭრო ნავსადგურისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში  არსებული  ქონების  უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით  გადაცემის შესახებ

„ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქარ­თველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ დებულები­ს დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 3 დეკემბრის № 218 დადგენილების შესაბამისად:

1. გადაეცეს შპს „ ფოთის საზღვაო ნავსადგურს“ ქ. ფოთში, ნავსადგურის სარეჟიმო ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჰიდროტექნიკური ნაწილი, ნავმისადგომები № 3; № 4; № 5; № 6; № 8; № 9; № 10; № 11, № 12; № 13; № 14; № 15, სამხრეთ დამცავი მოლო და 11-12 ნავმისადგომების შეუღლების ჰიდროტექნიკური ნაწილი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უსასყიდლო უზუფ­რუქტის ფორმით.

2. გადაეცეს შპს „ ბათუმის საზღვაო სავაჭრო ნავ­სადგურს“ ქ. ბათუმში, საზღვაო სავაჭრო ნავსადგურის ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჰიდროტექნიკური ნაგებობები, ნავმისადგომები № 1; № 2; № 3; № 6; № 7; № 8; № 9; № 10; № 11 და დამცავი ნაგებობები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით.

3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინის­ტრომ (ი. ჩოგოვაძე) და ტერიტორიულ აღრიცხვისა და სარეგისტრაციო სამსახურებმა უზრუნველყონ ზემოაღნიშ­ნული ქონების გადაცემისათვის საჭირო ღონისძიებათა განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

პრემიერ-მინისტრი                                                                                   ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია