„თევზის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ უკრაინის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის 1996 წლის 31 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების მიზნით უკრაინის მხარისათვის ქაფშიის თევზჭერის უფლების მინიჭების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
10
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-01-12
გამოქვეყნების თარიღი
2006-01-12
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
„თევზის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ უკრაინის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის 1996 წლის 31 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების მიზნით უკრაინის მხარისათვის ქაფშიის თევზჭერის უფლების მინიჭების თაობაზე

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება № 10

2006 წლის 12 იანვარი

ქ. თბილისი

„ თევზის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ უკრაინის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის 1996 წლის 31 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების მიზნით უკრაინის მხარისათვის ქაფშიის თევზჭერის უფლების მინიჭების თაობაზე

1. „ თევზის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ უკრაინის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის 1996 წლის 31 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების მე-3 მუხლის საფუძველზე:

ა) უკრაინის მხარეს მიენიჭოს 3 800 ტონა (2005 წლის საჭერი ნაშთი) ქაფშიის რეწვის უფლება პირდაპირი წესით (აუქციონის გარეშე), 2005 წლის 7 ნოემბერს საქართველოს გარემოს დაცვისა და  ბუნებრივი რესურსების სამინისტროში  თევზჭერის ლიცენზიის მოპოვებასთან დაკავშირებით გამარ-თულ აუქციონზე ერთ ტონა ქაფშიაზე დაფიქსირებული აუქციონის ფასის საშუალო ოდენობის _ 6,37 ლარის, 3800 ტონისათვის, შესაბამისად _ 24 206 ლარის, კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ბუნებრივი რესურსით სარ-გებლობისათვის მოსაკრებლისა და სალიცენზიო მოსაკ-რებლის გადახდის შემდეგ.

ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (გ. პაპუაშვილი) უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება უკრაინის მხარის თევზსაჭერი ხომალდებისათვის თევზჭერის უფლების მინიჭების თაობაზე.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                                  ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია