საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-01-11
გამოქვეყნების თარიღი
2006-01-11
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება № 1

2006 წლის 11 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

„ საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:

1. განისაზღვროს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საქართველოს სახელმწიფო წარმომადგენლობისათვის უფლე­ბა­მოსილ ორგანოდ რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან დაკავშირებით იტალიის კომპანიების „ Ares International”-ისა და „ Metal Geo“ -ს მიერ საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრში საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის გამო.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ განახორციელოს ყველა საჭირო ღონისძიება ზემოაღნიშნულ დავასთან დაკავშირებით საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრში საქართველოს ინტერესების ეფექტი­ანად დაცვისა და წარმოდგენის უზრუნველსაყოფად.

3.  განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                                    ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია