„შემაერთებელი მილსადენის მშენებლობისა და საკუთრების გადაცემის შესახებ“ 2006 წლის 14 აპრილის ხელშეკრულების შესრულების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
563
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-12-02
გამოქვეყნების თარიღი
2006-12-02
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„შემაერთებელი მილსადენის მშენებლობისა და საკუთრების გადაცემის შესახებ“ 2006 წლის 14 აპრილის ხელშეკრულების შესრულების თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №563

2006 წლის 2 დეკემბერი

ქ. თბილისი

„შემაერთებელი მილსადენის მშენებლობისა და საკუთრების გადაცემის შესახებ“ 2006 წლის 14 აპრილის ხელშეკრულების შესრულების თაობაზე

საქართველოს მთავრობას, აზერბაიჯანის გაზის მომწოდებელ კომპანიასა და სს „საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციას“ შორის 2003 წლის 30 ოქტომბერს დადებული „დამატებითი გაზის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების“ 4.7 მუხლისა და საქართველოს მთავრობას, სამხრეთ კავკასიის მილსადენის სისტემის ოფციური გაზის კომპანიასა და სს „საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციას“ შორის 2003 წლის 30 ოქტომბერს დადებული „ოფციური გაზის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების“ 4.7 მუხლის რეალიზაციის მიზნით 2006 წლის 14 აპრილს გაფორმდა „შემაერთებელი მილსადენის მშენებლობისა და საკუთრების გადაცემის შესახებ“ ხელშეკრულება, რომლის 4.1 მუხლის თანახმად სამხრეთ კავკასიის მილსადენისა და საქართველოს გაზგამანაწილებელი სისტემის შემაერთებელ დაახლოებით 12,5 კმ სიგრძის გაზსადენზე უფლება უნდა გადასცემოდა სს „საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციას“. სს „საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის“ აქციები შეტანილ იქნა შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში“, რომლის წილის 100 პროცენტის მესაკუთრეა საქართველოს სახელმწიფო.

„შემაერთებელი მილსადენის მშენებლობისა და საკუთრების გადაცემის შესახებ“ 2006 წლის 14 აპრილის ხელშეკრულების შესასრულებლად:

1. სამხრეთ კავკასიის მილსადენისა და საქართველოს გაზგამანაწილებელი სისტემის შემაერთებელ დაახლოებით 12,5 კმ სიგრძის გაზსადენზე უფლებები გადაეცეს შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე) და სსიპ – საწარმოთა მართვის სააგენტომ უზრუნველყონ ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული გაზსადენის შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ საწესდებო კაპიტალში შესატანად სათანადო ღონისძიებათა განხორციელება.

3. განკარგულების შესრულებას კონტროლი გაუწიონ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე), ენერგეტიკის სამინისტრომ (ნ. გილაური) და სსიპ – საწარმოთა მართვის სააგენტომ.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                          ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია