საქართველოს მთავრობის
განკარგულება №555
2006 წლის 29 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოსა და არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდს შორის 2006 წლის 14 სექტემბერს ხელმოწერილი სესხის ხელშეკრულების – „თბილისის გზების რეაბილიტაციის პროექტი“ – რატიფიკაციის თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების განხილვის შესახებ
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადება საქართველოსა და არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდს შორის 2006 წლის 14 სექტემბერს ხელმოწერილი სესხის ხელშეკრულების – „თბილისის გზების რეაბილიტაციის პროექტი“ – რატიფიკაციის თაობაზე.
2. „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება საქართველოსა და არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდს შორის 2006 წლის 14 სექტემბერს ხელმოწერილი სესხის ხელშეკრულების – „თბილისის გზების რეაბილიტაციის პროექტი“– საქართველოს პარლამენტში სარატიფიკაციოდ წარდგენის თაობაზე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი