„ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 4 ივლისის №324 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
552
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-11-22
გამოქვეყნების თარიღი
2006-11-22
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 4 ივლისის №324 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №552

2006 წლის 22 ნოემბერი

ქ. თბილისი

„ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 4 ივლისის №324 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

 შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატება „ტერიტორიული ერთეულე­ბის ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი­დან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 4 ივლისის №324 განკარგულებაში და №4 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქვემო ქართლის მხარეში განსახორციელებელი პროექტები

თანხა სულ – 600 000 ლარი

ქ. რუსთავის ბიუჯეტს გამოეყოს 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ვახუშტის, ვაჟა-ფშაველას, 9 ძმა ხერხეულიძის, თოდ­რიას I ჩიხისა და ბათუმის ქუჩებზე წყლის გაყვანილობის რეაბილიტაციისათვის;

ბ) ვახუშტის, 9 ძმა ხერხეულიძის, თოდრიას I ჩიხისა და ბათუმის ქუჩებზე სანიაღვრე კანალიზაციის გაყვანილობათა რეაბილიტაციისათვის;

გ) საცხოვრებელ კორპუსებში სადრენაჟო სისტემების მოსაწყობად.“.

პრემიერ-მინისტრი                                                 ზურაბ ნოღაიდელი

 

კრებსითი — სრული ვერსია