|
„ტექნიკური რეგლამენტი „მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისა და შესაბამისი მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულებისა და უფლებამოსილი ექიმის შერჩევის და პერიოდული მონიტორინგის წესისა და პირობების“ დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 15 ოქტომბრის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ' ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ტექნიკური რეგლამენტი „მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისა და შესაბამისი მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულებისა და უფლებამოსილი ექიმის შერჩევის და პერიოდული მონიტორინგის წესისა და პირობების“ დამტკიცების შესახებ' საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 15 ოქტომბრის №18 ბრძანებაში (სსმ, ვებპორტალი. 300160070.55.067.016055, 16/10/2013) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. სააგენტო პირველად შერჩევას აცხადებს არაუგვიანეს 2013 წლის 15 დეკემბრისა.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|