საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა დამატებითი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
872
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2013-11-01
გამოქვეყნების თარიღი
2013-11-01
სარეგისტრაციო კოდი
010360060.08.002.016895
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა დამატებითი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №872

2013 წლის 1 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა დამატებითი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად:

1. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის დამატებითი სარგოს ოდენობა განისაზღვროს 6500 ლარით.
2. ამ ბრძანებულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სარგოს ანაზღაურება განხორციელდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ბიუჯეტიდან.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა დამატებითი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 29 მაისის N280 ბრძანებულება.
4. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2013 წლის 1 დეკემბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია