საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველოს მთავარი ბუღალტრის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
757
მიმღები ორგანო
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
მიღების თარიღი
2013-11-07
გამოქვეყნების თარიღი
2016-01-11
სარეგისტრაციო კოდი
010320040.22.029.016097
საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველოს მთავარი ბუღალტრის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე
(ძალადაკარგულია - 11.01.2016; №401)

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის

ბრძანება №757

2013 წლის 7 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

 

საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველოს მთავარი ბუღალტრის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე

,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,

ვბრძანებ:


მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველოს მთავარი ბუღალტრის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა (დანართი №1).
მუხლი 2
დამტკიცდეს საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველოს მთავარი ბუღალტრის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის გასაუბრების შეფასების ფორმა №1 - დანართი №2, გასაუბრების შეფასების ფორმა №2 - დანართი №3 და კანდიდატთა შეფასების ჯამური ფორმა - დანართი №4.
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრიდავით დარახველიძე




დანართი №1

     საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 22 ივლისის ბრძანება № 1104 - ვებგვერდი, 23.07.2015წ.

 

საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველოს მთავარი ბუღალტრის  ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა

1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

2. საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველოს მთავარი ბუღალტრის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება, ბიზნესის ადმინისტრირების (დარგი/სპეციალობა – საბუღალტრო აღრიცხვა, ფინანსები) ან/და სოციალური მეცნიერებების (დარგი/სპეციალობა – ეკონომიკა) მიმართულებით;

ბ) სამუშაო გამოცდილება – აუცილებელია საჯარო სამსახურში ბუღალტერიის მიმართულებით მუშაობის 3–წლიანი  გამოცდილება;

გ) საოფისე პროგრამების, კერძოდ Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook -  კარგი ცოდნა;

ე) სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის – E Treasury კარგი ცოდნა (სერტიფიკატის ქონა ჩაითვლება უპირატესობად).

3. საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველოს მთავარი ბუღალტრის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილება;

დ) „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2010 წლის 15 ოქტომბრის №108 ბრძანება;

ე) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;

ვ) „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანება;

ზ) „საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014  წლის 31 დეკემბრის №429 ბრძანება;

თ) „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008  წლის 16 აპრილის  №364  ბრძანება;

ი) „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის” დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანება;

 კ) „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულება.

     საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 27 ივლისის ბრძანება № 1125 - ვებგვერდი, 28.07.2015წ.

 

დანართი №2

გასაუბრების შეფასების ფორმა №1

            ფასდება კანდიდატის შესაბამისობა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან. შეფასება ხორციელდება ქულებით. შეფასების საბოლოო ქულა (საშუალო არითმეტიკული) გამოითვლება ქულათა ჯამის შეფასების კრიტერიუმების რაოდენობაზე გაყოფით. 5+ -ის  შეფასებისას,  ქულათა ჯამურ რაოდენობას აღნიშნული ქულა არ მიემატება.

1 - მიუღებელი, 2- საშუალოზე დაბალი, 3 - კომპეტენტური, 4 - ძალიან კარგი, 5 - აჭარბებს მოლოდინს, 5+ - ზედმეტად კვალიფიციური. 

ვაკანტური თანამდებობის დასახელება:

კანდიდატის სახელი, გვარი:           

კომისიის წევრის სახელი, გვარი:

თარიღი (რიცხვი, თვე, წელი):

№

შეფასების კრიტერიუმები

შეფასების ქულა

კომისიის წევრის კომენტარი

1.

განათლება/კვალიფიკაცია

 

 

 

 

 

2.

სამუშაო გამოცდილება

 

 

 

 

 

3.

სამართლებრივი აქტების ცოდნა

 

 

 

 

 

4.

სამოტივაციო წერილი (მუშაობის დაწყების მოტივაცია)

 

 

 

 

შეფასების საშუალო არითმეტიკული ქულა

 

 

 

 

კომისიის წევრის ხელმოწერა:______________________________________________________

 

დანართი №3

გასაუბრების შეფასების ფორმა №2

            ფასდება კანდიდატის პიროვნული უნარ-ჩვევები.  შეფასება ხორციელდება ქულებით. შეფასების საბოლოო ქულა (საშუალო არითმეტიკული) გამოითვლება ქულათა ჯამის შეფასების კრიტერიუმების რაოდენობაზე გაყოფით. 5+ -ის  შეფასებისას,  ქულათა ჯამურ რაოდენობას აღნიშნული ქულა არ მიემატება.

1 - მიუღებელი, 2- საშუალოზე დაბალი, 3 - კომპეტენტური, 4 - ძალიან კარგი, 5 - აჭარბებს მოლოდინს, 5+ - ზედმეტად კვალიფიციური. 

ვაკანტური თანამდებობის დასახელება:

კანდიდატის სახელი, გვარი:           

კომისიის წევრის სახელი, გვარი:

თარიღი (რიცხვი, თვე, წელი):

№

შეფასების კრიტერიუმები

შეფასების ქულა

კომისიის წევრის კომენტარი

1.

ზეპირი კომუნიკაციის უნარი

 

 

 

 

 

2.

წერილობითი კომუნიკაციის უნარი

 

 

 

 

 

3.

დროის მართვის უნარი

 

 

 

 

 

4.

ანალიტიკური აზროვნების უნარი

 

 

 

 

5.

დეტალებზე ორიენტირებულობა

 

 

 

 

6.

კარიერული მიზნები

 

 

შეფასების საშუალო არითმეტიკული ქულა

 

 

 

კომისიის წევრის ხელმოწერა:______________________________________________________

 

დანართი №4

კანდიდატთა შეფასების ჯამური ფორმა

 

შეფასების ჯამური ქულა დაითვლება გასაუბრების შეფასების (დანათი №1, დანართი №2) საშუალო არითმეტიკულ ქულათა მიმატებით.

 

საკონკურსო პოზიციის დასახელება:__________________________________________________

 

№

კანდიდატის სახელი, გვარი

შეფასების ჯამური ქულა

 

 

 

 

 

 

 

1. კომისიის თავმჯდომარე (სახელი, გვარი), თარიღი:_______________________________________

2. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:_______________________________________________

3. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:_______________________________________________

4. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:_______________________________________________

5. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:_______________________________________________

6. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:_______________________________________________

7. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:_______________________________________________

8. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:_______________________________________________

9. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:_______________________________________________

10. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:_______________________________________________

11. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:_______________________________________________

 

 


კრებსითი — სრული ვერსია