„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2012 წლის 10 აპრილის №48 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 12/04/2012, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.055.016014) დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დებულებაში (შემდგომში – დებულება) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) შემოიღოს ფასიანი მომსახურება (მათ შორის, სასწავლო-შემოქმედებითი პროცესის ორგანიზების და „სასახლის“ სარგებლობაში არსებულ ფართში სხვადასხვა სახის ღონისძიებების გამართვისათვის), რის შედეგადაც მიღებული შემოსავალი მოახმაროს „სასახლის“ მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას, რაც ასევე ითვალისწინებს „სასახლის“ მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას, თანამშრომელთა სოციალურ დაცვას, მათ სტიმულირებას დამატებითი შრომის ანაზღაურებისა და წახალისების სახით“.
2. დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) ამტკიცებს ამ დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფასიანი მომსახურების განაკვეთებს (რაც აგრეთვე ითვალისწინებს ამ მომსახურების მსურველ პირთა რეგისტრაციისათვის დაწესებულ საფასურს) და ამ მხრივ განსაზღვრავს საშეღავათო პირობებს შესაბამისი კატეგორიის ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის“.
|